იყო და არა იყო რა… იყო ერთი პატარა გოგონა… პატარა არა, ძალიან პატარა გოგონა… ამბობდნენ, რომ გოგონას დიდი გული ჰქონდა და ბევრ ადამიანს იტევდა…
პატარა, არავის არაფერს უშავებდა და სხვებიც ამით სარგებლობდნენ…
ერთ მშვენიერ დღესაც, ბოროტმა ადამიანებმა გოგონას ძალიან ატკინეს გული… ის იმდენად გულჩვილი იყო, რომ ბოროტებს მისი დაყოლიება არ გასჭირვებიათ… გოგონას ეგონა სიკეთეს აკეთებდა და მთელი ისტორია მედგრად იდგა… მაგრამ ბოლოს, ისევ ის დარჩა მოტყუებული და დამცირებული… პატარა სულ მარტო აღმოჩნდა დედამიწის ზურგზე… მას დიდი ხანი დასჭირდა, ნაკუწებად ქცეული, გულის გამთელება… მაგრამ ეს, ის გული აღარ იყო… აღარ იყო ის სიყვარული, რომელსაც გოგონა გასცემდა ხოლმე… აღარ იყო სიხარული… სიცოცხლის წყურვილი…
ერთ დღესაც, გოგონამ მოგზაურობა გადაწყვიტა… ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, შემთხვევით მიადგა “ფერიების” სამყაროს…
ეს სამყარო, განსხვავდებოდა იმ სამყაროსგან, სადაც ის რეალურად ცხოვრობდა… თუმცა ამის დანახვა, პატარამ თავიდანვე ვერ შეძლო… “ფერიები” გოგონას, კეთილი გულით გაუმასპინძლდნენ… იმდენი ქნეს, რომ ნაკუწებად ქცეული გული გაამთელეს… გოგონამ თვალების დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, ისე მოხდა ყველაფერი…
რეალურ სამყაროში, ბოროტი ადამიანები ცდილობდნენ ეპოვათ დაკარგული გოგონა, მაგრამ უშედეგოდ… ის “ფერიად” იქცა და დარჩა იმ თბილ, არაამქვეყნიურ “ზღაპარში”, რომელსაც მხოლოდ კეთილი “ფერიები” მართავდნენ…

‘ფროიდი ჰყოფდა ადამიანს სამ შემადგენელ ნაწილად… “იდი” — ეს არის ვნებების, ინსტინქტებისა და გატაცებების სამფლობელო, მოქმედებს სიამოვნების მიღებისა და ტკივილის არიდების პრინციპით… “სუპერ-ეგო” — მორალი და იდეალიზმი, რომელიც ძირითადად აღმოცენდება მშობლის ავტორიტეტთან შეჯახების შედეგად… “ეგო” — რეალისტია და შუამავლის როლს ასრულებს სურვილებსა და რეალობას, შინაგან და გარეგან სამყაროს, “იდი”-სა “სუპერეგო”-ს შორის…’
უბრალოდ მინდოდა ფროიდისეული ცხოვრების ეტაპებით დაწყება ამ პოსტის… და ზოგადად, ორი სიტყვით მინდა ჩვენი ცხოვრების ეტაპებზე ჩემეულად “ვისაუბრო”…
პირველი წლები, სანამ სწავლას ვეზიარებით, ვხვდებით ბავშვობაში, რომლის გაურკვეველი ეპიზოდები შემდეგ წლებში ამოტივტივდება ხოლმე… შემდგომი პერიოდი არის წლები, როდესაც იძულებული ხარ აკეთო ის, რასაც გაიძულებენ… შემდგომ ცდილობ ამოვარდე ჩარჩოებიდან… გადის კიდევ დრო და ხვდები, რომ რასაც გაიძულებდნენ ის შენს სასიკეთოდ იყო… ცდილობ გამოსწორდე, თუმცა დრო ამაში კიდევ უფრო გიშლის ხელს… გეთამაშება და სასაცილოდ გიგდებს… და ბოლოს ან რჩები ‘მოგებული’, ან მეტი ალბათობაა, დარჩე წაგებული და უნდა დანებდე… ჩაეფლო იმ მორევში, რომელსაც ცხოვრება გთავაზობს…
და ისევ ფროიდით დავასრულებ… ყველაზე მეტად მომწონს მისი თეორია სექსსა და აგრესიაზე… “მოთხოვნილებები”, რომელიც ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ქცევაზე… შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ყველა ეტაპს განსაზღვრავენ… ‘არსებობს ორი არსობრივად განსხვავებული სახის ლტოლვა: სექსუალური ლტოლვები – ეროსი, და აგრესიის ლტოლვები, რომელთა მიზანია დესტრუქცია…’
ასეთია რეალობა ‘სამწუხაროდ’, ან ‘საბედნიეროდ’…
….That’s all….

    გოგუშკებო, სპეციალურად თქვენთვის, ზუსტი და საკმაოდ საინტერესო “ვიდეო ტესტი”…
    რომელიც Ashley და Mary-Kate Olsen-ებმა შემოგვთავაზეს…
    გაიგეთ ზოგადად რა სტილი გაქვთ!…
    ამ ყველაფრისთვის საჭიროა, უბრალოდ სურათზე მითითებით, უპასუხოთ ყველა კითხვას…
    ერთი განსხვავებული პასუხიც კი, განსხვავებული სტილის ვერსიას ამოგიგდებთ საბოლოო ჯამში…
    მორჩით კითხვას, დაიწყეთ…
    დადეთ თქვენი პასუხებიც…
    Good Luck =)

იცოდით???!!! მე არ ვიცოდი და გილოცავთ კოცნის საერთაშორისო დღეს… არც არასდროს დავინტერესებულვარ… მადლობა ადოს, რომ დააშეარა… იმის დაწერას არ ვაპირებ, რაც თითქმის ყველას აქვს დაკოპირებული… ნუ მეც ცნობილ ფაქტებს გამოვიყენებ, თუმცა იმას არა, რაც ყოველ წამს googl-ში გხვდებათ…
ე.ი. დავიწყოთ იმით, რომ კოცნა ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხსნის სტრესს… კოცნისას იწვება 12კკლ-ია, რაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას და ინარჩუნებს ორგანიზმის საერთო ტონუსს… კოცნის დროს გამოყოფილი ნერწყვი შეიცავს ენდროფინს, რასაც ტკივილგამაყუჩებელი ფუნქცია აქვს… ასევე ნუ შეგეშინდებათ კარიესის, ნერწყვი მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით… კოცნა ამაღლებს იმუნიტეტს… აქვეითებს წნევას, ქოლესტერინის დონეს, რაც ამცირებს ინფაქტის რისკსს… კოცნის შემდეგ გაძლიერებულად მუშაობს გული და ფილტვები… და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თურმე კოცნას შეუძლია თქვენი სიცოცხლის გახანგძლივება მინიმუმ 12 წლით… მაგრამ ამ ყველაფრისთვის საჭიროა გრძნობა, რომ გამოიცეს ბედნიერების ჰორმონები და კოცნა იყოს სასურველი…
აი კიდევ რას წავაწყდი… იაპონელმა მეცნიერებმა შეძლეს შეექმნათ “კოცნის გადამტანი” მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს ერთმანეთს ვირტუალურ სანყაროში აკოცონ… ხელსაწყო წარმოადგენს ორ წყვილ აპარატს, რომელიც კომპიუტერს უერთდება… ერთმანეთისაგან შორს მყოფი ორი მომხმარებელი პირს ადებს აპარატის მოხრილ პლასტიკურ წვეტს და ენას აბრუნებს საათის ისრის მიმართულებით ან საწინააღმდეგოდ… მათი მოქმედება ინტერნეტით სინქრონიზდება… თუ ერთი პარტნიორი აპარატის წვერის ბრუნვას იწყებს, იგივე მოქმედება ხდება მეორე მხარესაც… ამჟამად, აპარატი გამოცდას გადის… მეცნიერები მომავლისათვის გვპირდებიან, რომ “კოცნის გადამცემ” მოწყობოლობას დამატებითი ფუნქციაც ექნება – გემოს შეგრძნებისა და პარტნიორის სუნთქვის იმიტაციის აღქმა… მკვლევარები იმედოვნებენ, რომ აპარატი სოციალურ ქსელებში ძალზე პოპულარული გახდება, რამდენადაც ვირტუალურ თანამოსაუბრესთან კოცნას წინასწარ შეძლებენ და გადაწყვეტენ ღირს, თუ არა შეხვედრა რეალობაში… (ესღა აკლია ‘ქართულ სტერეოტიპებს’ =)))…)
და საერთოდაც ამდენ ლაპარაკს… იყოლიეთ საყვარელი ადამიანები და გამოეცით სასიკეთო ჰორმონები … =))))
P.S.გილოცაააააავთ !!! ……………………

მართალია არავის დაუკვეთავს, მაგრამ ნამუსმა შემაწუხა და ვფიქრობ მოკლე მონახაზს ითხოვს წლევანდელი ‘ბლოგინგის დღეები’ …
ნუ ალბათ დაგაინტერესათ როგორ აღმოვჩნდი იქ… რამდენიმე კვირით ადრე, კონკურსი გამოაცხადა ‘სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდმა’ და ბლოგერებს კიდევ ერთი, უნიკალური შანსი მოგვეცა… პროექტი გავაგზავნე (Social media and social problems…) და მოვხვდი კვარიათში…მინდა ავღნიშნო, ბევრი არ მიწვალია და ჯერ კიდევ დასახვეწია გეგმა… ვფიქრობ შეიძლება მუშაობა…
გზა კვარიათამდე არც ისე მოსაწყენი აღმოჩნდა… ძალიან ბევრი ვიდებილეთ… ჩასვლისას დავბინავდით და ოთახებშიც ბევრი ვიკივლ-ვიწივლეთ სიხარულისგან (ნუ მაინც სასტუმროა და რამე)… საღამოს ‘გაცნობის რიტუალი’ გაიმართა… სიმართლე რომ გითხრათ, ბევრნი ვიცნობდით ერთმანეთს და დანარჩენები სიმთვრალეში უფრო გავიცანით, ვიდრე’ საკომფერენციო დარბაზში’…კინაღამ გამომრჩა ერთი ფრიად აღსაღნიშნი ამბავი… სარფის საბაჟოზე ვიყავით და ნეიტრალურზე დავდგით ფეხუნები people!… პირველი ღამე, რათქმაუნდა გავათენეთ…
დაახლოებით 5სთ-ზე დაძინებულები, 8ზე ფეხზე ვიყავით… მეორე დღე შემოიფარგლა იმით, რომ დილიდანვე დაიწყო პრეზენტაციები… დრო საშინლად გაიწელა… იყო ბევრი საინტერესო პროექტი… და საბოლოოდ როგორც იქნა, დაგვაჯილდოვეს სერთიფიკატებით… შემდეგ უკვე ბათუმის იუსტიციის სახლისკენ გავეშურეთ(ვაიმეეეეეეეეეე რა მაგარიააააააააააააა!!!!_ ავტორი პატივცემული ბირმანი… ამას მხოლოდ მიმხვედრი მიხვდება…)… ნუ იყო რაღაც მინუსებიც, მაგრამ საერთო ჯამში მომეწონა… (არავის არ ვეტენები, აქვე ავღნიშნავ)…უკვე მოგვიანებით, სადღაც მიყრუებულ რესტორანში წაგვიყვანეს… ნუ ეს მომენტი არავის არ მოეწონა აშკარად… ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს უპატრონო ბავშვთა სახლიდან ვიყავით… დაგვაპურეს და წამოვედით… თუმცა საინტერესო თურმე წინ იყო… ვისაც სურვილი და რამის თავი გვქონდა, წაგვიყვანეს კლუბ ‘მისონში’… ცოტა დავლიეთ, ბევრი ვიცეკვეთ და დაღლილები დავბრუნდით ჩვენს საყვარელ სასტუმროში… სადაც გავაგრძელეთ გიჟობა და რათქმაუნდა ისევ გავათენეთ…
მესამე დღეს, ანუ უკვე კვირას, დილიდანვე დავირაზმეთ მაღალმთიანი აჭარისკენ… აი ეს უკვე ყველას გვესიამოვნა!… მართალია საჭმლის ატანა აღარ მქონდა მე პირადად და მგონი სხვებსაც, მაგრამ იქაურ მარანში, იმ საკვებზე უარის თქმა ვერავინ გაბედა… ყველაფერი უგემრიელესი იყო!… ღვინოზე აღარაფერს ვიტყვი!… განსხვავებულებით და ცეკვა-სიმღერით დავტოვეთ მალევე იქაურობა… დაახლოებით 5-სთ-ზე ავიბარგეთ და მშობლიური თბილისისკენ გამოვეშურეთ… ეს გზა არ დამავიწყდება!.. 13-სთ ვიმგზავრეთ… ‘რიკოთის ამბავს’ დაემატა ის, რომ საბურავი გაფუჭნდა და დრო წაიღო… და როგორც იქნა, გამთენიისას ‘გადარჩენილები’ ჩამოვედით ‘სამშობლოში’…
ყველაფერი საერთო ჯამში ძალიან კარგი იყო… მომავალ წელს, კიდევ უკეთესს ველოდებით და მადლობა ყველას, ვინც ამ ყველაფერში წვლილი შეიტანა!!!…
P.S…დაგვიანებული პოსტი…

ამ პოსტის დაწერის სურვილი, დიდი ხანია რაც მაქვს და როგორც იქნა, განწყობამაც მომიკაკუნა… ვფიქრობ საინტერესოა ვიცოდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი კავშირი, ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის… პირველ რიგში მოგიყვებით ამბავს, რომელიც ერთ ოჯახს შეემთხვა შვიდი წლის წინ… ბიჭი , რომელიც ოჯახში იზრდებოდა, არ გავდა მამას, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დღითიდღე იძაბებოდა… მშობელი ყველაფერზე ღიზიანდებოდა და უმიზეზოდაც კი სცემდა შვილს… დედა ვერ შველოდა ამ ურთიერთობას… ერთ დღესაც, ოჯახის უფროსმა ცოლს ანალიზების ჩაბარება და ბავშვის მამის დადგენა მოსთხოვა… ოჯახი დანგრევის პირას იყო… ქალს ქმრისთვის არ ეღალატა, თუმცა მოსვენებას არ აძლევდა ის ფაქტი, რომ ბიჭი მის ყოფილ შეყვარებულს გავდა… ანალიზების პასუხი, ორი კვირა გაჭიანურდა… დადგინდა, რომ ბავშვი ამ ოჯახის იყო, თუმცა დედა მაინც ეჭვობდა, რადგან მსგავსება ყოფილსა და შვილს შორის დღითიდღე იზრდებოდა… ეს მხოლოდ ერთი მაგალითი მოგიყვანეთ იმ შემთხვევისა, რასაც ტელეგონიის ფენომენს უწოდებენ…
200 წლის წინ, ბიოლოგებმა დაიწყეს გენეტიკაზე დაკვირვება… ჯერ კიდევ მაშინ, იწინასწარმეტყველეს ამ მართულების დიდი მომავალი… პირველად ჩარლზ დარვინის მეგობარმა, ლორდ მორტონმა ცხენებზე ჩაატარა ექსპერიმენტი… სუფთა ჯიშის ცხენი შეაჯვარა ზებრას, მაგრამ ექსპერიმენტი ჩავარდა, რადგან ცხენი ვერ დაორსულდა… თუმცა, როდესაც იგივე ცხენი შეაჯვარეს სხვა სუფთა ჯიშის ცხენს, გაჩნდა ნახევრად ზებრა, ნახევრად კვიცი არსება… ჯერ კიდევ მაშინ დამტკიცდა, რომ პირველი სექსუალური ურთიერთობა გავლენას ახდენს შთამომავლობაზე… ეჭვი იყო, რომ ეს ადამიანებზეც ვრცელდებოდა… პირველი ურთიერთობის დროს, კაცი ქალის ორგანიზმს კოდირებას უკეთებს, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვება… ხშირმა და “სხვადასხვა” სექსუალურმა ურთიერთობამ, ბავშვებში პათოლოგიის სინდრომები შეიძლება გამოიწვიოს… თუმცა არ გამორიცხავენ სხვა, არანაკლებ საშიშ დაავადებებსაც… ალბათ დაკვირვებულხართ, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ასაკთან შედარებით, უფრო დიდი შეხედულების არიან… ისინი გარეგნობით არ საზღვრავენ პარტნიორს, მთავარია გადამხდელია…
ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ხშირი ურთიერთობები გარეგნულ ფაქტორზეც მოქმედებს… ეს, ჯერ კიდევ 30-იან წლებში დადგინდა… მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მიერ გაჩენილი ბავშვები, უამრავი დაავადების მატარებლები არიან…
1960-იან წლებში, ბაზარზე პრეზერვატივი გამოჩნდა, ჯანმრთელი თაობის შესანარჩუნებლად, თუმცა არც ეს დამცავი საშუალება აღმოჩნდა ბოლომდე სანდო… ის მაინც ტოვებდა კაცის გენეტიკური კოდის კვალს…
ამ მოვლენას ძველად სლავებში, რიტას კანონს უწოდებდნენ… ქალი ჯერ მამის კოდს ატარებდა, ხოლო პირველი ღამის შემდეგ, უკვე მასში ქმრის სულისა და სისხლის კოდი იდო… თუ ქალი კანონს არღვევდა, ითვლებოდა, რომ ის ბინძური სისხლის მატარებელი იყო და მისი შთამომავლობაც სისუსტით სარგებლობდა… მათ სოფლებიდან აძევებდნენ…
ქალის სხეულში ყველა კაცის კოდს ინახავს… ამ კოდირებას გადააქვს ყველა სახის დაავადება, რაც პარტნიორებს გააჩნდათ… იმ მიზნით, რომ შთამომავლობა კარგი ყოფილიყო, ქალს ფიზიკურად ძლიერ და ჯანმრთელ მამაკაცებს ურჩევდნენ… მითოლოგიებიდან ცნობილია ის ფაქტიც, რომ მეფეების თხოვნით ჰერაკლე მათ ქალიშვილებს, შთამომავლობას ჩუქნიდა…
და ბოლოს… მიმართვა ქალებს—თუ გინდათ იამაყოთ შვილების სილამაზით, პირველად ურთიერთობა იქონიეთ გარეგნულად იდეალურ მამაკაცთან… და შემდეგ უკვე გაყევით ფულიან “ჯანდაბას”… მთავარია, ფინანსურადაც უზრუნველყოთ ბავშვის (ბავშვების) მომავალი… =))))


…P.S…Dears… Future`s in our hands…

შემდეგი პოსტი მინდა მივუძღვნა ჩვენს საყვარელ კაცებს… შევთანხმდეთ, რომ მათ გარეშე უბრალოდ არ შეგვიძლია, ისევე როგორც ისინი ვერ არსებობენ ჩვენ გარეშე… ბევრი არ დამეთანხმება და არც გამიკვირდება, ეს თემა ხომ ვერასდროს აღწევს კონსესუsს… მაგრამ ფაქტია, რომ ორივე მხარე ცხოვრების ერთ ფესვს წარმოვადგენთ…
დავუბრუნდები მთავარ თემას… მაპატიეთ კაცებო, მაგრამ დღეს კრიტუკული ვიქნები თქვენს მიმართ… მინდა დავახასიათო 21-ე საუკუნის, კაცის აქტუალური ტიპები… „არაკაცები“, „ვითომ კაცები“ და „მამაკაცები“… მოდით ცოტა „გავიღრმავოთ ცოდნა“ და განვიხილოთ თითოეული მათგანი…
პირველ ადგილს გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რომ „არაკაცები“ იკავებენ…

გარეგნობა—სიმპათიური…
ასაკი—მაქსიმუმ 30 წლამდე…
სტილი—თანამედროვე…
მიზანი—ერთდროულად რამდენიმე ქალი…

ამ ტიპაჟს, ყველაზე ხშირად შეხვდებით ცხოვრებაში… ყოველ შემთხვევაში ქუჩაში მაინც შეამჩნევთ… და თუ მეტყვით, რომ არ შეხვედრილხართ, მაშინ არც დაბადებულხართ… არაკაცების ზუსტი პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრას ვერ შევძლებ, მაგრამ დაახლოებით გეტყვით, რომ საქმე გვაქვს 60-70%-თან… მთავარი კითხვა—როგორები არიან არაკაცები???… ნუ უხეშად რომ ვთქვათ , ცხოველებისგან დიდად არ განსხვავდებიან… ინსტიქტებთან შებრძოლების უნარი, „საწყლებს“ დაქვეითებული აქვთ (0) … ისიც კი არ ძალუძთ, რომ „სასქესო ორგანოსთან“ კონსესუსს მიაღწიონ… ამ რეჟიმით, არაკაცები დიდი ხანი ვერ ძლებენ… წლების შემდეგ ტემპი უვარდებათ და ხვდებიან, რომ „ენძრევათ“… მათ თამაშში უფრო „პატარა გოგოები“ ირგენებ როლს… დაახლოებით „დონ ჟუანის“ პრინციპებით ცდილობენ იმოქმედონ, რაც საკმარისია „პატარა ქალებისთვის“… მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იცოდეთ მისი „მიზანი“, ის იმდენად საყვარელია, რომ გაგიჭირდებათ დაშორება და შეეგუებით „პირველ ადგილს“… ბოლოსდაბოლოს ასეთი ტიტულის მინიჭება მისგან, ხუმრობა არაა… მაგრამ იცოდეთ, რომ უნდა შეეგუოთ უყურადღებობას, უსაჩუქროდ ყოფნას, სუფთა ჰაერზე „პაემნებს“ და ა.შ… ერთი სიტყვით, როლები უნდა გაცვალოთ…
გადავიდეთ „ვითომ კაცებზე“

გარეგნობა—სიმპათიური, ან არც ისე სიმპათიური…
ასაკი—განუსაზღვრელი…
სტილი—თანამედროვე+კლასიკური…
მიზანი—„ერთი“ ქალი…

მათი პროცენტული მაჩვენებელი „გაგიხარდებათ“ და 20-დან 30-მდე მერყეობს… მართალია სასურველი არჩევანი არ არის, მაგრამ ეს ის მაჩვენებელია, რომლებთანაც ვქმნით მომავალს… ასეთ ტიპებთან ცოტაოდენ რთულად გვაქვს საქმე… ინსტიქტებს უფრო დახვეწილი ფორმით ავლენენ, ვიდრე „არაკაცები“… ანუ „სასქესო ორგანოსთან“ მოლაპარაკება, ხშირად მათ სასარგებლოდ წყდება… ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს მიზანდასახულობასთან ერთად, შრომისმოყვარე „კაცუნებთან“… „ჩვენთვის“ საყვარელი რომანტიზმი, ამ პერსონაჟებSი უხვად არის… მათ ობიექტს, შედარებით „გაზრდილი“ ქალები წარმოადგენენ… რაც შეეხება ზემოთ თქმულ „მიზანს“, მინდა ხაზი გავუსვა… „ერთში“ მოისაზღვრება რამდენიმე ქალი ცხოვრების მანძილზე… უფრო კონკრეტულად, არ გღალატობენ , მაგრამ გარკვეული დროის მერე წყდება ურთიერთობა, რომ სუფთა სინდისით სხვა ქალთან ახალი „რომანი“ დაიწყონ… რაც არ უნდა მოისმინოთ მათგან, იცოდეთ, რომ ბოლომდე საკუთარ თავში დარწმუნებულები არასდროს არიან… ასეთი ტიპები ყველანაირად ცდილობენ, მოიპოვონ და შეინარჩუნონ თქვენი კეთილგანწყობა, თუმცა თქვენგან მოითხოვენ უფრო მეტს ვიდრე შეგიძლიათ… მოთმინების უნარი კარგად აქვთ განვითარებული, თუმცა არ გაგიკვირდეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს კარებზე მოგადგეთ, თქვენთვის „შეურაცხყოფადი“ თხოვნით…
რაც შეეხება „მამაკაცებს“

ჩემო ძვირფასებო, თუ ჯერ კიდევ დაეძებთ გეტყვით, რომ დროს უაზროდ კარგავთ… მაTი პროცენტული მაჩვენებელი მაქსიმუმ 1-ს უკაკუნებს, მაგრამ ისინი თავისუფალ მდგომარეობაში აღარ იმყოფებიან… ჩვენი სქესის „გარკვეულმა წარმომადგენლობამ“, ისინი დაბადებისთანავე „დაჯავშნა“… „მამაკაცების“ კრიტერიუმებზე პოსტის გაგრძელებას აზრი არ აქვს… თქვენც ძალიან კარგად ხვდებით, თუ რა „იდეალს“ აკმაყოფილებენ ისინი…
ვიცი გამიგრძელდა პოსტი და დაგღალეთ, მაგრამ იმედია არ ფიქრობთ, რომ უაზროდ დაკარგეთ დრო… „ლესბოსელობისკენ“ არ მოგმართავთ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ მათ მომრავლებას შეამჩნევთ… შეეგუეთ, ან თუნდაც არ შეეგუოთ რეალობას და უბრალოდ მაქსიმალურად დატკბით ცხოვრებით, რომელსაც გთავაზობენ… “…რეალური ცხოვრება უბრალო ისტორიაა, რომელიც ვიღაცამ სამყაროს პატივსაცემად შექმნა და ქცევის წესები დააკანონა…“… … …