Mccoy Tyner…Christian Scott… & “me”… =))))

დაიწყო და “აღარ დამთავრდება” თბილისის ჯაზ ფესტივალი… მინდა რომ გაიწელოს უაზროდ ეს დღეები… იცი როგორი შეგრძნება მაქვს, თითქოს ზღაპრის გმირი ვარ… მეგონა თითოეული საკრავი მე ვიყავი… ემოციები იქვე ჩავიწერე, ვიცოდი სახლში მოსულს არაფრის თავი არ მექნებოდა… დავიცალე ყველაფრისგან… არ დავღლილვარ ფიზიკურად, სულიერად გამოვიფიტე… ძალიან მაგარი იყო…
ფესტივალი გახსნა მაქქოი თაინერის კვარტეტმა (ბასი_ჯერალდ ქენონი… დრამი_ერიკ ქამაუ-გრავატი… საქსაფონი_გარი ბარტსი…). ბენდის გამოჩენის შემდეგ ემოციები მომაწვა… ასე ლაივში ამ ადამიანების ნახვა და მათი შემდეგი ქმნილება, იყო რაღაც არაამქვეყნიური… უნდა ავღნიშნო, რომ თაინერის კვარტეტის მოსმენა ლაივში, ბევრს გაუჭირდებოდა… მისი ჯაზი უფრო კლასიკურისკენ იხრება და უფრო მძიმეა… ეს შეეტყო თვითონ მსმენელსაც, რომლის უმრავლესობას, შედარებით ასაკიანი საზოგადოება წარმოადგენდა… ყველაზე გამაგიჟებელი ფაქტორი, რომელიც შევნიშნე, იყო ის, რომ ჯგუფის წევრები ერთმანეთს უთანხმდებოდნენ რა დაეკრათ, წინასწარ დაგეგმილიც კი არ იყო რეპერტუარები… სულ სხვაა დამერწმუნეთ, როდესაც ლაივში უსმენ ჯაზს… როდესაც ხდები ასეთი ნიჭიერი ადამიანების მსხვერპლი და მიყვები მათ იმპროვიზირებულ რითმს… ეს საოცრებაა და ამის სანახავად აუცილებლად უნდა მოსულიყავით, თუ ნამდვილად გიყვართ ჯაზი… სხვა შემთხვევაში, უბრალოდ გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულს,შეიძლებოდა ვერ აღექვა კვარტეტის გამოსვლა… განსაკუთრებით მომეწონა საქსაფონი_გარი ბარტსი… ძალიან საყვარელი და რაღაც ძალიან მორიდებული პიროვნება ჩანდა… ნუ აღარ ვეხები დანარჩენებს… ყველანი ინდივიდუალურები და ძალიან ნიჭიერები არიან… ძალიან რთულია იყო რომელიმე მათგანი… რაც შეეხება მეორე ბენდის გამოსვლას…კრისტიან სკოტის კვინტეტი (გიტარა_მეთიუ სტივენსი… დრამი_ჯემაირ ვილიამსი… ბასი_კრისტოფერ ფანი… ფორტეპიანო_ლოურენს ფილდსი…). აი აქ უკვე შემოსვლისთანავე შევიგრძენი ახალგარდული სურნელი…პირველი რაც თვალში მომხვდა, ეს იყო ბენდის განუმეორებელი სტილი… ძალიან მომეწონა… პირველივე გამოსვლაზე უკვე შევიგრძენით რითმი და მოვერგეთ მის დინებას… ეს იყო უკვე ჩვენთვის უფრო ნაცნობი, ცხოვრებისეული შესრულებები… უფრო თანამედროვე, თავისუფალი, სექსუალური, სასიყვარულო და ამავდროულად სევდიანი და მშფოთვარე… ცეკვაც კი მომინდა რამდენიმე კომპოზიციაზე, მაგრამ არ მირჩიეს… აი აქ უკვე დარბაზი სავსე იყო ახალგაზრდებით… კრისტიან სკოტიც აქტიურობდა და ჩვენთან შემოდიოდა კონტაქტში… მოგვიყვა, თუ როგორ გაიცნო თითოეული ბენდის წევრი და ბევრი გვაცინა კიდეც… ასევე ისაუბრა რასიზმზე, რომლის მხვრეპლი თვითონაც გამხდარა…საშინელებაა, რომ 21-ე საუკუნეშიც კი, აქტიურია ამგვარი პრობლემები… ამ ყოველივესთან დაკავშირებით მან წარმოგვიდგინა კომპოზიცია, რომელიც ძალიან ემოციური იყო… აპლოდისმენტებშიც კი, შეიმჩნეოდა მსმენელის რეაქცია… ყველაზე მოულოდნელი რაც მოხდა, ეს იყო კონცერტის “უცნაურად დასრულება”… ბენდის წევრები გავიდნენ ისე, თითქონს მათთვის არც ვარსებობდით, მაგრამ ეს ყოველივე აღმოჩნდა ერთგვარი “ხრიკი”… მაყურებლის დაჟინებული თხოვნითა და მქუხარე აპლოდისმენტებით კრისტიან სკოტის კვინტეტი დაუბრუნდა სცენას… ერთი კომპოზიციის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა და დამთავრდა ჩვენთვისაც… სამწუხაროდ ომარის(კლავიში_ლენოქს კამერონი… გიტარა_ჰარი განდი… ბასი_კოლინ მაკლიში… დასარტყამები_დერინ აბრაჰამი… ბექვოკალი_კრის ბალინი და სემი ლაიეფოკი…) ნახვის საშუალება აღარ მოგვეცა… მიუხედავად ამისა, ემოციების მოზღვავებისგან აღარ ვიცოდი რა მექნა… ძალიან შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო, პირველივე დღე, პირადად ჩემთვის…
მაგრამ… ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ კიდევ წინ გვაქვს ყველაფერი… დღეს უფრო მეტი ემოციის “ატანა” მოგვიწევს… შესანიშნავი დაიანა რივზი და მისი ბენდი ( გიტარა_რასელ მალონი და რომერო რუბამბო…) აგრძელებს ფესტივალს… ასევე დღეს ვიხილავთჯვაროსნების შემადგენლობას ( პიანისტი _ჯო სემპლე… ტრომბონისტი_ვეინ ჰენდერსონი… დრამერი _უმცროსი მოიეს ლუკასი… საქსოფონისტი_ერნი ვოტსი… ბასისტი _რეჯი სულივანი…). ივენთ ჰოლში ჩვენთვის დაუკრავს, უკვე “ქართულ ჯაზს” HOUSE BAND_ი<a (სახლის ბენდი-საყვირი_ლევან ქემულარია… საქსაფონი_კახა ჯაღაშვილი… გიტარა/ვოკალი_ლაშა თოფურია… გიტარა_დათო აზირაშვილი და უჩა მეტრეველი… კლავიატურა_სოსო კაპანაძე… ბასი_ლაშა აბაშმაძე და ლევან დეისაძე… დასარტყამები_ზაზა ცერცვაძე…)… ჯერ კიდევ დროა შემოგვიერთდეთ… … …

About these ads