…პატარა გოგონას ზღაპარი… =) ეძღვნებათ “ფერიებს”…

Posted: 06/01/2012 in ...ბლოგერები ერთად...

იყო და არა იყო რა… იყო ერთი პატარა გოგონა… პატარა არა, ძალიან პატარა გოგონა… ამბობდნენ, რომ გოგონას დიდი გული ჰქონდა და ბევრ ადამიანს იტევდა…
პატარა, არავის არაფერს უშავებდა და სხვებიც ამით სარგებლობდნენ…
ერთ მშვენიერ დღესაც, ბოროტმა ადამიანებმა გოგონას ძალიან ატკინეს გული… ის იმდენად გულჩვილი იყო, რომ ბოროტებს მისი დაყოლიება არ გასჭირვებიათ… გოგონას ეგონა სიკეთეს აკეთებდა და მთელი ისტორია მედგრად იდგა… მაგრამ ბოლოს, ისევ ის დარჩა მოტყუებული და დამცირებული… პატარა სულ მარტო აღმოჩნდა დედამიწის ზურგზე… მას დიდი ხანი დასჭირდა, ნაკუწებად ქცეული, გულის გამთელება… მაგრამ ეს, ის გული აღარ იყო… აღარ იყო ის სიყვარული, რომელსაც გოგონა გასცემდა ხოლმე… აღარ იყო სიხარული… სიცოცხლის წყურვილი…
ერთ დღესაც, გოგონამ მოგზაურობა გადაწყვიტა… ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, შემთხვევით მიადგა “ფერიების” სამყაროს…
ეს სამყარო, განსხვავდებოდა იმ სამყაროსგან, სადაც ის რეალურად ცხოვრობდა… თუმცა ამის დანახვა, პატარამ თავიდანვე ვერ შეძლო… “ფერიები” გოგონას, კეთილი გულით გაუმასპინძლდნენ… იმდენი ქნეს, რომ ნაკუწებად ქცეული გული გაამთელეს… გოგონამ თვალების დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, ისე მოხდა ყველაფერი…
რეალურ სამყაროში, ბოროტი ადამიანები ცდილობდნენ ეპოვათ დაკარგული გოგონა, მაგრამ უშედეგოდ… ის “ფერიად” იქცა და დარჩა იმ თბილ, არაამქვეყნიურ “ზღაპარში”, რომელსაც მხოლოდ კეთილი “ფერიები” მართავდნენ…

Comments
  1. აუ მე მინდა ვიყო ეგ გოგონა!
    ფერიების სამყაროში…ჰაჰ.მინდა.

  2. PaWu says:

    :) ბევრი მოგზაურობის მერე,
    ეგებ გადააწყდე შენც… :)

  3. knuti says:

    მეც ხომ ვარ ერთ–ერთი ფერია? ^^ <3

  4. PaWu says:

    აბა რა ხარ! :დ <3

  5. agatako says:

    პაწუ რა საყვარელი ხარ <3

  6. PaWu says:

    მადლობა <3 რამდენი ხანია არ მინახიხარ ისე :*

  7. Jessie says:

    პააააწ რა საყვარელი ისტორიაა მაგრამ სევდიანიიიი :( მიყვარხარ <3

  8. PaWu says:

    მეცო :*:*:* <3

  9. Giorgi says:

    lamazi istoriaa am patara gogosi, bavshvebs wavukitxav roca meyolebian:):* momewona da ratomgac mecno… feriebamde periodshi ra xdeboda? vin uvlida am gulgatexil pawias?:)))

  10. PaWu says:

    :დ :* ერთი ბიჭი, რომელიც დამავიწყდა მეთქვა, რომ გოგონამ იმ სამყაროშიც გაიყოლა… მათ უყვართ და ტკბებიან ერთმანეთით იქ, სადაც არავინ ხელს არ უშლით.. :)

  11. Giorgi says:

    :) ) :*:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s