ძიება

PaWu

Emma Stone & Vogue Film

მორიგი funny ვიდეო კოლაჟი Vogue-სგან, ამჯერად Emma Stone-თან ერთად შედგა.

ფოტოგრაფი Craig McDean.

Advertisements

Lena Dunham და Vogue

Lena Dunham სერიალ Girls-ის მსახიობია. სერიამლა მას ოქროს გლობუსი მოუტანა. Vogue-ს გადაწყვეტილება Lena–ს გადაღების, მოულოდნელი იყო მოდის კრიტიკოსებისთვის, თუმცა მსახიობმა ყველაფერს კარგად გაართვა თავი და ფოტოებიც ძალიან ორიგინალური გამოვიდა. გამოიკვეთა მსახიობის კომიკური ხასიათიც.

რეჟისორი Henry Joost და Ariel Schulman–ი, Lena Dunham–ის მონაწილეობით გვთავაზობენ Vogue-ს ვიდეორგოლს, სადაც გაერთიანებულია მოდელების პოზირებები, რაც შემდგომში მათი ცნობადომის საგანი გახდა.

შენ როგორ მოემზადებოდი Vogue-ს გადაღებისთვის?

What Is Your Style??? =))) Quiz For Girls!!!

გოგოშკებო, სპეციალურად თქვენთვის, საინტერესო “ვიდეო ტესტი”, რომელიც Ashley და Mary-Kate Olsen-ებმა შემოგვთავაზეს. მიყევი ინსტრუქციას და გაიგე რომელია შენი სტილი.
Good Luck! =)

21-ე საუკუნის “მამაკაცები”

შემდეგი პოსტი მინდა მივუძღვნა ჩვენს საყვარელ კაცებს. შევთანხმდეთ, რომ მათ გარეშე უბრალოდ არ შეგვიძლია, ისევე როგორც ისინი ვერ არსებობენ ჩვენ გარეშე.
ბევრი არ დამეთანხმება და არც გამიკვირდება, ეს თემა ხომ ვერასდროს აღწევს კონსესუსს, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე მხარე ცხოვრების ერთ ფესვს წარმოვადგენთ.
დავუბრუნდები მთავარ თემას. მაპატიეთ კაცებო, მაგრამ დღეს კრიტიკული ვიქნები.  მინდა დავახასიათო 21-ე საუკუნის, კაცის აქტუალური ტიპები.

„არაკაცები“, „ვითომ კაცები“ და „მამაკაცები“. მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანი.

This slideshow requires JavaScript.

 

პირველ ადგილს გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „არაკაცები“ იკავებენ.
გარეგნობა—სიმპათიური…
ასაკი—მაქსიმუმ 30 წლამდე…
სტილი—თანამედროვე…
მიზანი—ერთდროულად რამდენიმე ქალი…
ალბათ ამ კატეგორიის კაცს, ყველაზე ხშირად შეხვდები ცხოვრებაში. თუ ჯერ არ გქონია ამის ბედნიერება, მაშინ ყველაზე მთავარი წინ გელოდება. არაკაცების ზუსტი პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრას ვერ შევძლებ, მაგრამ დაახლოებით საქმე გვაქვს 60-70%-თან… მთავარი კითხვა, როგორები არიან არაკაცები? უხეშად რომ ვთქვა, ცხოველებისგან დიდად არ განსხვავდებიან. ინსტიქტებთან ბძოლების უნარი, „საწყლებს“ დაქვეითებული აქვთ. ისიც კი არ ძალუძთ, რომ „სასქესო ორგანოსთან“ კონსესუსს მიაღწიონ. ამ რეჟიმით, არაკაცები დიდი ხანი ვერ ძლებენ. წლების შემდეგ ტემპი უვარდებათ და ხვდებიან, რომ უძლურები ხდებიან. მათი სამიზნე, ასაკით პატარა გოგოები არიან. დაახლოებით „დონ ჟუანის“ პრინციპებით ცდილობენ იმოქმედონ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იცოდე მისი „მიზანი“, ის იმდენად საყვარელია, რომ გაგიჭირდება დაშორება და შეეგუები „პირველ ადგილს“.  ამ ტიტულის მინიჭება მისგან, ხუმრობა არაა. მაგრამ იცოდე, უყურადღებობისთვის მზად იყავი და ზედმეტი არასდროს არ მოითხოვო.

გადავიდეთ „ვითომ კაცებზე“.
გარეგნობა—სიმპათიური, ან არც ისე სიმპათიური…
ასაკი—განუსაზღვრელი…
სტილი—თანამედროვე+კლასიკური…
მიზანი—„ერთი“ ქალი…

მათი პროცენტული მაჩვენებელი „გაგიხარდება“ და 20-დან 30-მდე მერყეობს. სასურველი მაჩვენებელი არაა, მაგრამ ეს ის რაოდენობაა ვისთანაც ვქმნით მომავალს. ასეთ ტიპებთან, ცოტა რთულად გვაქვს საქმე. ინსტიქტებს უფრო დახვეწილი ფორმით ავლენენ, ვიდრე „არაკაცები“. ანუ „სასქესო ორგანოსთან“ მოლაპარაკება, ხშირად მათ სასარგებლოდ წყდება. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს მიზანდასახულ, შრომისმოყვარე „კაცუნებთან“. სასურველი რომანტიკა, უხვად არის. მათ ობიექტს, შედარებით „გაზრდილი“ ქალები წარმოადგენენ. რაც შეეხება ზემოთ თქმულ „მიზანს“, მინდა ხაზი გავუსვა. „ერთში“ მოისაზღვრება რამდენიმე ქალი ცხოვრების მანძილზე. არ გღალატობენ , მაგრამ გარკვეული დროის მერე წყდება ურთიერთობა, რომ სუფთა სინდისით სხვა ქალთან ახალი „რომანი“ დაიწყონ. რაც არ უნდა მოისმინო მათგან, იცოდეთ, რომ ბოლომდე საკუთარ თავში დარწმუნებულები არასდროს არიან. ასეთი ტიპები ყველანაირად ცდილობენ, მოიპოვონ და შეინარჩუნონ შენი კეთილგანწყობა, თუმცა სამაგიეროდ მოგთხოვენ უფრო მეტს, ვიდრე შეგიძლია.

გადავიდეთ  „მამაკაცებზე“.
ძვირფასო, თუ ჯერ კიდევ ამ კატეგორიის კაცს დაეძებ, დროს უაზროდ კარგავ. მათი პროცენტული მაჩვენებელი მაქსიმუმ 1-ს უკაკუნებს, მაგრამ ისინი თავისუფალ მდგომარეობაში აღარ იმყოფებიან… ჩვენი სქესის „გარკვეულმა წარმომადგენლებმა“, ისინი დაბადებისთანავე „დაჯავშნა“. „მამაკაცების“ თვისებებზე პოსტის გაგრძელებას აზრი არ აქვს. თქვენც ძალიან კარგად ხვდებით, თუ რა „იდეალს“ აკმაყოფილებენ ისინი.
ვიცი გამიგრძელდა პოსტი და დაგღალე, მაგრამ იმედია არ ფიქრობ, რომ უაზროდ დაკარგე დრო. შეეგუე, ან თუნდაც არ შეეგუო რეალობას და უბრალოდ მაქსიმალურად დატკბი ცხოვრებით, რომელსაც გთავაზობენ. “…რეალური ცხოვრება უბრალო ისტორიაა, რომელიც ვიღაცამ სამყაროს პატივსაცემად შექმნა და ქცევის წესები დააკანონა…“

ქალის სექსუალური სამყარო… გაიგე როგორი ხარ შენ!

გინდა გაიგო რას ამბობს შენზე, შენი თეთრეული? მაშინ ეს პოსტი შენთვისაა. 

– შავი –
ასეთი ფერის თეთრეულს თამამი, პრაქტიკული და დამოუკიდებელი ქალები არჩევენ. ისინი ყოველთვის თავისუფლები, თავდაჯერებულები, რისკიანები, გახსნილები და ძლიერები არიან. თუ რაიმე არ მოსწონთ ადვილად ცვლიან.
– თეთრი –
ვინც თეთრი ფერის თეთრეულს ატარებს, ყველაფერში იცავს ოქროს შუალედს. საკუთარ თავში დარწმუნებულია. მიაჩნია, რომ მისი სხეული ისედაც მიმზიდველია და ფერით არ საჭიროებს ხაზგასმას.
– ლურჯი –
ლურჯი ფერის შიდა თეთრეული ორიგინალურია. ქალები, რომლებიც ასეთი ფერის თეთრეულს ამჯობინებენ, მშვიდი ხასიათით გამოირჩევიან. არიან პრაქტიკულები და კორექტულები, ამავე დროს მიმზიდველები და ამოუცნობები. ასეთი ქალები მთლიანად მინდობილები არიან მეორე ნახევარზე.
– წითელი –
ასეთი ფერი გაბედულ და აქტიურ ქალებს მოსწონთ. მათ იციან საკუთარი თავის ფასი. ზუსტად იციან რას მოითხოვენ სხვებისგან. კარგად გამოსდით საყვარელი მამაკაცის მართვა. არიან პრინციპულები ყველა საკითხში. აქვთ ლიდერის თვისებები.
– ყავისფერი –
ასეთი ფერის შიდა თეთრეულის მატარებელი ქალები თბილები და ნაზები არიან. იშვიათად ღალატობენ საკუთარ პრინციპებს. კაცების მიმართ უნდობლობას გამოხატავენ, მაგრამ თავიანთი რჩეულს უდიდეს სითბოს, სიყვარულსა და ყურადღებას ჩუქნიან. მამაკაცმა უნდა მოიპოვოს ის და ქალიც ბოლომდე მისი ერთგული დარჩება.
– მწვანე –
ასეთი ქალები ძლიერები და მებრძოლები არიან. ახალგაცნობილი ადამიანების მიმართ ყოველთვის უნდობლობას იჩენენ. გახსნილები მხოლოდ მეგობრების წრეში არიან.
– ვარდისფერი –
ვარდისფერ თეთრეულს ძალიან მიმნდობი ქალები ატარებენ. მათ ხშირად ტკენენ გულს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. არიან მიამიტები და ბავშვურები. გარშემო უდიდეს სითბოსა და სიყვარულს აფრქვევენ.

Oliver Koletzki feat. Fran – Hypnotized =)))))

Just listen…

NoTEd eXpreSsiOns

“…Who do you turn to, when the only person in the world that can stop you from crying is exactly the one making you cry…”
“…The hardest thing you`ll have to do in the life is watching the one you love…”
“…Should I smile, because we`re friends, or cry, because that`s all we`ll ever be???…”
“…If you don`t love me at my worst, then you don`t deserve me at my best…”
“…Trying to forget someone you loved, is like trying to remember someone you never know…”
“…Forgiveness is like giving someone permission to hurt you again…”
“…No man is worth your tears and the one that is, would don`t make you cry…”
“…Promises mean everything, but after they`re broken “sorry” means nothing…”
“…When you love someone and let them go, it`s because you love them so much, you realy don`t know…”
“…The greatest irony in the life is realizing that the only things worth living for, are the things worth dying for…”

LoVeEe

“… მთლიანად მიეცე სიყვარულს_არა აქვს მნიშვნელობა, ღვთიური იქნება თუ მიწიერი_იმას უდრის, რომ უარი ვთქვათ ყველაფერზე, მათ შორის_საკუთარ კეთილდღეობასა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაზე. ეს ნიშნავს_გიყვარდეს ამ სიტყვის მთელი სისიავით. ჩვენ კი სიმართლე რომ ვთქვათ, არ გვსურს თავის დახსნა იმ გზით, რომელიც აირჩია უფალმა ჩვენი ცოდვების გამოსასყდლად. არა, ჩვენ ვირჩევთ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საკუთარი თავისთვის ანგარიშის ჩაბარებას და იმის შესაძლებლობას, რომ თავად ამოგვერჩია თაყვანისცემის ობიექტი.
სიყვარულთან ასეთი რამ არ გავა_ის არსებობს, ჩაბუდებულია ჩვენში, ბატონ-პატრონივით გრძნობს თავს და იწყებს თავისი ნება-სურვილის კარნახს. მხოლოდ ნამდვილი, ძლიერი სულის პატრონს შეუძლია თავდავიწყებით გატაცება …”

 პაულო კოელიო

პაულო კოელიო

“…ვინც სულ ეხება, ხორცს ვერ აღაგზნებს. ვინც ხორცს ეხება, უძლურია ჩასწვდეს სულს…”
“…მოდი, მომანიჭე იმედის მადლი და იყავი ჩემთან რაც შეიძლება დიდხანს…”
“…ადამიანმა უნდა იცოდეს სიამოვნების შეგრძნებისას სანამდე შეუძლია მისვლა. შემდეგ კი დროთა განმავლობაში ცოტა მოთმინებას თუ გამოიჩენ, პარტნიორსაც იქვე მიიყვან, ნაცვლად იმისა, რომ მორჩილად ელოდო მის ცდებს…”
“…დატკბი სიცოცხლით ქალთან ერთად, რომელიც გიყვარს და მოგცა ღმერთმა…”
“…ყველაზე ღრმა, ყველაზე წრფელი სურვილი ეს არის სურვილი, იყო ვინმესთვის ახლობელი. შემდეგ მოდის რეაქციები: ქალი და მამაკაცი თამაშში ებმებიან, მაგრამ იმის ახსნა, რაც ამას წინ უსწრებს, ურთიერთმიზიდულობისა, შეუძლებელია. ეს არის ყველაზე წრფელი სურვილი…”
“…ყველაზე ძლიერი ის სიყვარულია, რომელსაც სისუსტის გამოვლენისა არ ეშინია. როგორც არ უნდა იყოს, თუ ეს ნამდვილი სიყვარულია, მაშინ ადრე თუ გვიან თავისუფლება სძლევს ეჭვს, გააყუჩებს მიყენებულ ტკივილს, იმიტომ რომ ტკივილიც ცხოვრების შემადგენელი ნაწილია…”

Blog at WordPress.com.

ზედა ↑