“…ვინც სულ ეხება, ხორცს ვერ აღაგზნებს. ვინც ხორცს ეხება, უძლურია ჩასწვდეს სულს…”
“…მოდი, მომანიჭე იმედის მადლი და იყავი ჩემთან რაც შეიძლება დიდხანს…”
“…ადამიანმა უნდა იცოდეს სიამოვნების შეგრძნებისას სანამდე შეუძლია მისვლა. შემდეგ კი დროთა განმავლობაში ცოტა მოთმინებას თუ გამოიჩენ, პარტნიორსაც იქვე მიიყვან, ნაცვლად იმისა, რომ მორჩილად ელოდო მის ცდებს…”
“…დატკბი სიცოცხლით ქალთან ერთად, რომელიც გიყვარს და მოგცა ღმერთმა…”
“…ყველაზე ღრმა, ყველაზე წრფელი სურვილი ეს არის სურვილი, იყო ვინმესთვის ახლობელი. შემდეგ მოდის რეაქციები: ქალი და მამაკაცი თამაშში ებმებიან, მაგრამ იმის ახსნა, რაც ამას წინ უსწრებს, ურთიერთმიზიდულობისა, შეუძლებელია. ეს არის ყველაზე წრფელი სურვილი…”
“…ყველაზე ძლიერი ის სიყვარულია, რომელსაც სისუსტის გამოვლენისა არ ეშინია. როგორც არ უნდა იყოს, თუ ეს ნამდვილი სიყვარულია, მაშინ ადრე თუ გვიან თავისუფლება სძლევს ეჭვს, გააყუჩებს მიყენებულ ტკივილს, იმიტომ რომ ტკივილიც ცხოვრების შემადგენელი ნაწილია…”

Advertisements