გინდა გაიგო რას ამბობს შენზე, შენი თეთრეული? მაშინ ეს პოსტი შენთვისაა. 

– შავი –
ასეთი ფერის თეთრეულს თამამი, პრაქტიკული და დამოუკიდებელი ქალები არჩევენ. ისინი ყოველთვის თავისუფლები, თავდაჯერებულები, რისკიანები, გახსნილები და ძლიერები არიან. თუ რაიმე არ მოსწონთ ადვილად ცვლიან.
– თეთრი –
ვინც თეთრი ფერის თეთრეულს ატარებს, ყველაფერში იცავს ოქროს შუალედს. საკუთარ თავში დარწმუნებულია. მიაჩნია, რომ მისი სხეული ისედაც მიმზიდველია და ფერით არ საჭიროებს ხაზგასმას.
– ლურჯი –
ლურჯი ფერის შიდა თეთრეული ორიგინალურია. ქალები, რომლებიც ასეთი ფერის თეთრეულს ამჯობინებენ, მშვიდი ხასიათით გამოირჩევიან. არიან პრაქტიკულები და კორექტულები, ამავე დროს მიმზიდველები და ამოუცნობები. ასეთი ქალები მთლიანად მინდობილები არიან მეორე ნახევარზე.
– წითელი –
ასეთი ფერი გაბედულ და აქტიურ ქალებს მოსწონთ. მათ იციან საკუთარი თავის ფასი. ზუსტად იციან რას მოითხოვენ სხვებისგან. კარგად გამოსდით საყვარელი მამაკაცის მართვა. არიან პრინციპულები ყველა საკითხში. აქვთ ლიდერის თვისებები.
– ყავისფერი –
ასეთი ფერის შიდა თეთრეულის მატარებელი ქალები თბილები და ნაზები არიან. იშვიათად ღალატობენ საკუთარ პრინციპებს. კაცების მიმართ უნდობლობას გამოხატავენ, მაგრამ თავიანთი რჩეულს უდიდეს სითბოს, სიყვარულსა და ყურადღებას ჩუქნიან. მამაკაცმა უნდა მოიპოვოს ის და ქალიც ბოლომდე მისი ერთგული დარჩება.
– მწვანე –
ასეთი ქალები ძლიერები და მებრძოლები არიან. ახალგაცნობილი ადამიანების მიმართ ყოველთვის უნდობლობას იჩენენ. გახსნილები მხოლოდ მეგობრების წრეში არიან.
– ვარდისფერი –
ვარდისფერ თეთრეულს ძალიან მიმნდობი ქალები ატარებენ. მათ ხშირად ტკენენ გულს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. არიან მიამიტები და ბავშვურები. გარშემო უდიდეს სითბოსა და სიყვარულს აფრქვევენ.

Advertisements