შემდეგი პოსტი მინდა მივუძღვნა ჩვენს საყვარელ კაცებს. შევთანხმდეთ, რომ მათ გარეშე უბრალოდ არ შეგვიძლია, ისევე როგორც ისინი ვერ არსებობენ ჩვენ გარეშე.
ბევრი არ დამეთანხმება და არც გამიკვირდება, ეს თემა ხომ ვერასდროს აღწევს კონსესუსს, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე მხარე ცხოვრების ერთ ფესვს წარმოვადგენთ.
დავუბრუნდები მთავარ თემას. მაპატიეთ კაცებო, მაგრამ დღეს კრიტიკული ვიქნები.  მინდა დავახასიათო 21-ე საუკუნის, კაცის აქტუალური ტიპები.

„არაკაცები“, „ვითომ კაცები“ და „მამაკაცები“. მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანი.

This slideshow requires JavaScript.

 

პირველ ადგილს გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „არაკაცები“ იკავებენ.
გარეგნობა—სიმპათიური…
ასაკი—მაქსიმუმ 30 წლამდე…
სტილი—თანამედროვე…
მიზანი—ერთდროულად რამდენიმე ქალი…
ალბათ ამ კატეგორიის კაცს, ყველაზე ხშირად შეხვდები ცხოვრებაში. თუ ჯერ არ გქონია ამის ბედნიერება, მაშინ ყველაზე მთავარი წინ გელოდება. არაკაცების ზუსტი პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრას ვერ შევძლებ, მაგრამ დაახლოებით საქმე გვაქვს 60-70%-თან… მთავარი კითხვა, როგორები არიან არაკაცები? უხეშად რომ ვთქვა, ცხოველებისგან დიდად არ განსხვავდებიან. ინსტიქტებთან ბძოლების უნარი, „საწყლებს“ დაქვეითებული აქვთ. ისიც კი არ ძალუძთ, რომ „სასქესო ორგანოსთან“ კონსესუსს მიაღწიონ. ამ რეჟიმით, არაკაცები დიდი ხანი ვერ ძლებენ. წლების შემდეგ ტემპი უვარდებათ და ხვდებიან, რომ უძლურები ხდებიან. მათი სამიზნე, ასაკით პატარა გოგოები არიან. დაახლოებით „დონ ჟუანის“ პრინციპებით ცდილობენ იმოქმედონ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იცოდე მისი „მიზანი“, ის იმდენად საყვარელია, რომ გაგიჭირდება დაშორება და შეეგუები „პირველ ადგილს“.  ამ ტიტულის მინიჭება მისგან, ხუმრობა არაა. მაგრამ იცოდე, უყურადღებობისთვის მზად იყავი და ზედმეტი არასდროს არ მოითხოვო.

გადავიდეთ „ვითომ კაცებზე“.
გარეგნობა—სიმპათიური, ან არც ისე სიმპათიური…
ასაკი—განუსაზღვრელი…
სტილი—თანამედროვე+კლასიკური…
მიზანი—„ერთი“ ქალი…

მათი პროცენტული მაჩვენებელი „გაგიხარდება“ და 20-დან 30-მდე მერყეობს. სასურველი მაჩვენებელი არაა, მაგრამ ეს ის რაოდენობაა ვისთანაც ვქმნით მომავალს. ასეთ ტიპებთან, ცოტა რთულად გვაქვს საქმე. ინსტიქტებს უფრო დახვეწილი ფორმით ავლენენ, ვიდრე „არაკაცები“. ანუ „სასქესო ორგანოსთან“ მოლაპარაკება, ხშირად მათ სასარგებლოდ წყდება. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს მიზანდასახულ, შრომისმოყვარე „კაცუნებთან“. სასურველი რომანტიკა, უხვად არის. მათ ობიექტს, შედარებით „გაზრდილი“ ქალები წარმოადგენენ. რაც შეეხება ზემოთ თქმულ „მიზანს“, მინდა ხაზი გავუსვა. „ერთში“ მოისაზღვრება რამდენიმე ქალი ცხოვრების მანძილზე. არ გღალატობენ , მაგრამ გარკვეული დროის მერე წყდება ურთიერთობა, რომ სუფთა სინდისით სხვა ქალთან ახალი „რომანი“ დაიწყონ. რაც არ უნდა მოისმინო მათგან, იცოდეთ, რომ ბოლომდე საკუთარ თავში დარწმუნებულები არასდროს არიან. ასეთი ტიპები ყველანაირად ცდილობენ, მოიპოვონ და შეინარჩუნონ შენი კეთილგანწყობა, თუმცა სამაგიეროდ მოგთხოვენ უფრო მეტს, ვიდრე შეგიძლია.

გადავიდეთ  „მამაკაცებზე“.
ძვირფასო, თუ ჯერ კიდევ ამ კატეგორიის კაცს დაეძებ, დროს უაზროდ კარგავ. მათი პროცენტული მაჩვენებელი მაქსიმუმ 1-ს უკაკუნებს, მაგრამ ისინი თავისუფალ მდგომარეობაში აღარ იმყოფებიან… ჩვენი სქესის „გარკვეულმა წარმომადგენლებმა“, ისინი დაბადებისთანავე „დაჯავშნა“. „მამაკაცების“ თვისებებზე პოსტის გაგრძელებას აზრი არ აქვს. თქვენც ძალიან კარგად ხვდებით, თუ რა „იდეალს“ აკმაყოფილებენ ისინი.
ვიცი გამიგრძელდა პოსტი და დაგღალე, მაგრამ იმედია არ ფიქრობ, რომ უაზროდ დაკარგე დრო. შეეგუე, ან თუნდაც არ შეეგუო რეალობას და უბრალოდ მაქსიმალურად დატკბი ცხოვრებით, რომელსაც გთავაზობენ. “…რეალური ცხოვრება უბრალო ისტორიაა, რომელიც ვიღაცამ სამყაროს პატივსაცემად შექმნა და ქცევის წესები დააკანონა…“

Advertisements