“…სიყვარული მახეები და ხაფანგებია. როცა თავის შეხსენება სურს, მხოლოდ ნათელს გვიჩვენებს, უცილობელ ჩრდილებს კი მალავს და გვავიწყებს …”

“…მეც მყვარებია. სიყვარული ნაკოტიკს ჰგავს. თავიდან ეიფორია, სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება. ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს და თუმცა შეგრძნებები მოგწონს, მაინც გჯერა, რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია, განზე გადგე. საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათით ივიწყებ. მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებებს და სრულიად დამოკიდებული ხდები. და მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ, ორი წუთით კი ივიწყებ. თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს, იმასვე შეიგრძნობ, რასაც ნარკომანი, წამალს რომ წაართმევენ. ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით, რომელსაც ერთი დოზის გულისთვის შეუძლია, იქურდოს, მოკლას, თავი დაიმციროს, შენც მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის…”